ექსპლუატაციაში ჩაშვება

დარტყმის ამომრთველის/ბრუნის გაჩერების დახმარებით (13) აირჩიეთ ელექტროხელსაწყოს სამუშაო რეჟიმი.

  • მუშაობის რეჟიმის გამოსაცვლელად დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (12) და მოატრიალეთ დარტყმის ამომრთველი/ბრუნის გაჩერება (13) საჭირო პოზიციაზე წკაპუნამდე.

მითითება: გადართეთ მუშაობის რეჟიმი მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე! წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო შესაძლოა დაზიანდეს.

პოზიცია ბურღვა დარტყმებით ბეტონში ან ქვაში

პოზიცია ბურღვა-თვის ხეში, ლითონში, კერამიკაში და პლასტმასში, ასევე ქანჩების ჩახრახვნა/ამოხრახვნა

ბრუნის მიმართულების გადამრთველის მეშვეობით (8) შეგიძლიათ გამოცვალოთ ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება. მაგრამ ეს შეუძლებელია ჩართული ამომრთველის დროს (10).

  • ბრუნის მიმართულების შეცვლა შეასრულეთ (8) მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე.

დარტყმით ბურღვის და ბურღვისას ბრუნვის მიმართულება საათის ისრის მიმართულებით დააყენეთ.

  • მარჯვენა ბრუნი: ბურღვისთვის და ხრახნების ჩახრახვნისთვის გადაწიეთ ბრუნის მიმართულების გადამრთველი (8) მარცხნივ ბოლომდე.
  • მარცხენა ბრუნი: ხრახნების ამოხრახვნისთვის და მოდუნებისთვის და ქანჩების მოსაშვებად გადაწიეთ ბრუნის მიმართულების გადამრთველი (8) მარჯვნივ ბოლომდე.

მითითება: თუ ბრუნვის მიმართულების გადამრთველი საშუალო პოზიციაზეა, ამომრთველი დაბლოკილია.

  • ელექტროხელსაწყოს ჩართვისთვის დააჭირეთ ამომრთველს (10).

განათება (14), თუ ოდნავ ან ბოლომდე დააჭერთ ამომრთველს (10) ანათებს სამუშაო ზონას არასაკმარისი განათების პირობებში.

  • იმისათვის, რომ გამორთოთ ელექტროხელსაწყო, აუშვით ამომრთველი (10).

დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო აღწევს ტეხვის/დარტყმის სრულ სიმძლავრეს გარკვეული დროის შემდეგ.

ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების/დარტყმების რიცხვი შეგიძლიათ დაარეგულიროთ, ამომრთველზე დაჭერის ძალისხმევის ცვლილებით (10).

ამომრთველზე ნელი დაჭერისას (10) ელექტროინსტრუმენტი მუშაობს ბრუნების/დარტყმების დაბალი რიცხვით. დაჭერის საფეხურის გაზრდით ბრუნების/დარტყმების რიცხვი იზრდება.