გამოყენება დანიშნულებისამებრ

ელექტროხელსაწყო განკუთვნილია დარტყმითი ბურღვისთვის ბეტონში, აგურის წყობაში და ქვაში, ასევე სანგრევი სამუშაოებისთვის.

ელექტროხელსაწყოს მონაცემები და პარამეტრები ელექტროხელსაწყოს და მობილურ მოწყობილობას შორის გადაეცემა ჩაშენებული Bluetooth® Low Energy მოდულის მეშვეობით უკაბელო ტექნოლოგიის გამოყენებით Bluetooth®.