ექსპლუატაციაში ჩაშვება

ჩართვა/გამორთვა

ელექტროხელსაწყოს ჩასართავად დააჭირეთ ჩართვის ბლოკირებას (6). შემდეგ დააჭირეთ და დააყოვნეთ ამომრთველი დაჭრილ მდგომარეობაში (7).

ელექტროხელსაწყოს გამოსართავად აუშვით ამომრთველი (7).

მითითება: უსაფრთხოების მიზნებისთვის ამომრთველის (7) დაფიქსირება არ შეიძლება და მუშაობის დროს ის მუდამ უნდა იყოს დაჭერილ მდგომარეობაში.

ბრუნების სიხშირის რეგულირება

ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების სიხშირე შეგიძლიათ თანაბრად დაარეგულიროთ, ამისათვის უნდა შეცვალოთ ამომრთველზე (7) დაჭერის ძალა.

ამომრთველზე მსუბუქი დაჭერისას (7) ელექტროხელსაწყო მუშაობს ბრუნების დაბალი სიხშირით. დაჭერის ძალის გაზრდით ბრუნების სიხშირე იზრდება.

ბრუნების საჭირო სიხშირე დამოკიდებულია მასალასა და მუშაობის პირობებზე და შეიძლება განისაზღვროს გამოცდილი გზით.

სვლის სიხშირის შენელება რეკომენდებულია:

  • ხერხის პირის ნამზადთან მიტანისას ხერხის პირის უფრო სწორი პოზიციონირებისთვის,
  • პლასტმასის და ალუმინის ხერხვის დროს მასალის დნობის თავიდან ასაცილებლად.

ბრუნების დაბალ სიხშირეზე ხანგრძლივი მუშაობისას ელექტროხელსაწყოს შეუძლია ძლიერი გადახურება.გამოიღეთ ხერხის პირი ელექტროხელსაწყოდან და გაგრილების მიზნით ჩართეთ ბრუნის მაქს. სიხშირეზე დაახლოებით 3 წუთით.