გამოყენების ინსტრუქცია
განათება აუმჯობესებს ხილვადობას უშუალოდ სამუშაო ზონაში, ასევე აჩვენებს სახერხი დისკის ხერხვის ზოლს. ეს იძლევა ნამზადის ძალიან ზუსტი განლაგების საშუალებას ჭრისთვის, ამ დროს არ არის საჭირო ქანქარა დამცავი გარსაცმის გახსნა.
- მონიშნეთ ნამზადზე საჭირო ხერხვის ზოლი.
- ჩართეთ განათება ამომრთველის მეშვეობით (35).
- გადაწიეთ კრონშტეინი ქვევით ნამზადის წინ.
ნამზადზე ჩნდება სახერხი დისკის ჩრდილი. ეს ჩრდილის ზოლი აჩვენებს მასალას, რომელსაც მოჭრის სახერხი დისკით. - გაასწორეთ ნიშნული ნამზადზე ჩრდილის ზოლზე.
ელექტროხელსაწყოს ხანგრძლივი გამოყენებისას ჩასადგმელი ფილა (9) შესაძლოა გაიცვითოს.
გამოცვალეთ გაუმართავი ჩასადგმელი ფილა.
- ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
- ამოხრახნეთ ხრახნები (54) ჯვარედინა სახრახნისის მეშვეობით და მოხსენით ძველი ჩასადგმელი ფილა (9).
- ჩასვით ახალი ჩასადგმელი ფილა და ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს (54).