სტციონარული ან მოქნილი აწყობა
- უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებამდე განათავსეთ ელექტროხელსაწყო თანაბარ და სტაბილურ სამუშაო ზედაპირზე (მაგალითად, დაზგაზე).
Bosch წარმოების GTA დაზგები უზრუნველყოფენ ელექტროხელსაწყოს მყარ დგომას ნებისმიერ ზედაპირზე სიმაღლეზე რეგულირებადი ფეხების წყალობით. დაზგის საყრდენები გათვალისწინებულია გრძელი ნამზადების ხელშეწყობისთვის.
- წაიკითხეთ ყველა გაფრთხილება და ინსტრუქცია, რომელიც ერთვის სამუშაო მაგიდას. გაფრთხილებების და ინსტრუქციის დაუცველობა იწვევს ელექტრული დენით დაზიანებას, ხანძარს და/ან მძიმე ტრავმებს.
- ელექტროხელსაწყოს დამონტაჟების წინ სწორად ააწყეთ სამუშაო მაგიდა. სწორი აწყობა მნიშვნელოვანია ჩამონგრევის რისკის თავიდან აცილების მიზნით.
- ელექტროხელსაწყო დაამაგრეთ დაზგაზე ტრანსპორტირების პოზიციაში.
თუ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლებელია ელექტროხელსაწყოს სწორ და მყარ სამუშაო ზედაპირზე დადგმა, შეგიძლიათ დროებით დადგათ ის გადაყირავებისგან დამცავით.
- გადაყირავებისგან დამცავის არ არსებობის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო დგას არასაიმედოდ და შესაძლოა გადაყირავდეს, განსაკუთრებით მაქსიმალური ჰორიზონტალური და/ან ვერტიკალური კუთხით ხერხვისას.
- მოატრიალეთ გადაყირავებისგან დამცავი (12) შიგნით ან გარეთ მანამდე, სანამ ელექტროხელსაწყო არ იდგმება სწორედ სამუშაო ზედაპირზე.