ხერხვის ვერტიკალური კუთხეების დაყენება

ხერხვის ვერტიკალური კუთხის რეგულირება შეგიძლიათ 47°-დან (მარცხნიდან) 47°-მდე (მარჯვნიდან) დიაპაზონში.

ხშირად გამოყენებადი ვერტიკალური ხერხვის კუთხეების სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის გათვალისწინებულია კუთხეებისთვის ფიქსირებული პოზიციები 0°, 33,9° და 22,5°.

  • გამოწიეთ მარჯვენა რეგულირებადი საყრდენი თამასა (18) სრულად ბოლომდე გარეთ ან მოხსენით.
  • აუშვით მომჭერი ბორბალი (38).
  • დახარეთ კრონშტეინი სახელურით (4) 0° პოზიციიდან ოდნავ მარცხნივ და გაწიეთ რეგულრიების რიჩაგი (20) მარცხნივ.
  • მოატრიალეთ კრონშტეინი სახელურით (4) მარჯვნივ, რათა კუთხის მაჩვენებელი (50) შკალაზე (51) აჩვენებდეს ხერხვის საჭირო კუთხეს.
  • გეჭიროთ კრონშტეინი ამ პოზიციაში და ისევ მოუჭირეთ მომჭერ ბორბალს (38).

  • გამოწიეთ მარცხენა რეგულირებადი საყრდენი თამასა (18) სრულად ბოლომდე გარეთ ან მოხსენით.
  • აუშვით მომჭერი ბორბალი (38).
  • მოატრიალეთ კრონშტეინი სახელურით (4) მარცხნივ, რათა კუთხის მაჩვენებელი (52) შკალაზე (51) აჩვენებდეს ხერხვის საჭირო კუთხეს.
  • გეჭიროთ კრონშტეინი ამ პოზიციაში და ისევ მოუჭირეთ მომჭერ ბორბალს (38).

  • დარწმუნდით, რომ დაყენებულია ხერხვის ვერტიკალური კუთხე < 45° (მარცხნიდან ან მარჯვნიდან).
    მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბლოკირების ღილაკზე დაჭერა (53).
  • აუშვით ბლოკირების ღილაკი (53) ბოლომდე შიგნით.
    ახლა შეიძლება ხერხვის სრული დიაპაზონის გამოყენება 47° (მარცხნიდან ან მარჯვნიდან).

  • გამოწიეთ რეგულირებადი საყრდენი თამასა (18) ბოლომდე გარეთ ან მოხსენით სრულად.
  • აუშვით მომჭერი გორგოლაჭი (38).

ხერხვის სტანდარტული კუთხე 0°:

  • გადაადგილეთ სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტეინი მარცხნივ 0° პოზიციაზე და შემდეგ მარჯვნივ, რათა ის მკვეთრად დაფიქსირდეს 0° პოზიციაზე.
  • ისევ მოუჭირეთ მომჭერ გორგოლაჭს (38).

ხერხვის სტანდარტული კუთხეები 33,9° და 22,5°:

  • აუშვით ფიქსირების რიჩაგი (21) ზევით მოძრაობით.
  • გადაადგილეთ სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტეინი მარცხნივ ან მარჯვნივ, სანამ კუთხის მაჩვენებელი (52)/(50) არ აჩვენებს ხერხვის საჭირო ვერტიკალურ კუთხეს.
    სამუშაო ხელსაწყოს კრონშტეინი უნდა საგრძნობლად დაფიქსირდეს.
  • ისევ მოუჭირეთ მომჭერ გორგოლაჭს (38).